- პროექტის სახელწოდება: "გავიცნოთ სულხან-საბა ორბელიანი"
- პროექტის მთავარი იდეა: მწერლის ბიოგრაფიისა და იგავ-არაკების გაცნობა, თითოეული იგავის დედააზრის ამოცნობა, იგავ-არაკის დანიშნულების გარკვევა.
- პროექტის აქტუალობა: მოსწავლემ შეძლოს წაკითხულის გააზრება.ამოიცნოს გადატანითი მნიშვნელობით მოცემული იგავების დედააზრი.
- პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან ქართველი მწერლის ბიოგრაფიას, შემოქმედებას და მოღვაწეობას.მოსწავლეები დაინტერესდებიან და ისწავლიან სულხან-საბას იგავ-არაკებს.გაიგებენ რა არის იგავ-არაკი.გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, მოსმენის,წერა-კითხვის, ჯგუფურად მუშაობის, კომუნიკაციის, ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები.
- მონაწილეთა ასაკი:10-11წელი, მე-5 კლასი
- ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან იგავ-არაკებს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს, შექმნიან ფოტო-გალერეას.ვებ-გვეერდი
- პროექტისთვის საჭირო რესურსები;დამხმარე ლიტერატურა, ინტერნეტი, ფოტოკამერა, ფორმატი, ფლომასტერები. ვებ-გვერდი.
- პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): იყოფიან 2 ჯგუფად, პირველი ჯგუფი მოიძიებენ ინფორმაციას სულხან-საბას ბიოგრაფიიდან და მოღვაწეობიდან. მეორე ჯგუფი გაეცნობა მის შემოქმედებას.იგავ-არაკთა კრებულს "სიბრძნე სიცრუისას". შესრულებული კვლევის შემდეგ მოეწყობა ექსკურსია ტანძიაში, ორივე ჯგუფი მოახდენს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციას, მსჯელიობენ იგავ-არაკის დანიშნულებაზე, ინდივიდუალურად ცერენ იგავ-არაკს, რომელსაც განათავსებენ კედლის გაზეთში. პროექტის ყველა ეტაპზე მოხდება ფოტო-გადაღება , რომელიც განთავსდება ვებ-გვერდზე.
10.საგნებთან კავშირი, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
1. ლიტერატურაში - მოსწავლეს განუვითარდება საკომუნიკაციო უნარები: წერა , კითხვა, მოსმენა.
2. ხელოვნებაში-იგავ-არაკებიდან შეასრულებენ ნახატებს.
3. ისტი- ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ მასალებს.
4.ისტორია.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ინგა ბექაური
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ingugegu@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
პროექტის განხორციელების გეგმა:
No comments:
Post a Comment