Thursday, June 30, 2016

პროექტი "გავიცნოთ სულხან-საბა ორბელიანი"

  1. პროექტის სახელწოდება: "გავიცნოთ სულხან-საბა ორბელიანი"
  2. პროექტის მთავარი იდეა:  მწერლის ბიოგრაფიისა და იგავ-არაკების გაცნობა, თითოეული იგავის  დედააზრის ამოცნობა, იგავ-არაკის დანიშნულების გარკვევა.
  3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლემ შეძლოს  წაკითხულის გააზრება.ამოიცნოს გადატანითი მნიშვნელობით მოცემული იგავების დედააზრი.
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან ქართველი მწერლის ბიოგრაფიას,  შემოქმედებას და მოღვაწეობას.მოსწავლეები დაინტერესდებიან და ისწავლიან სულხან-საბას იგავ-არაკებს.გაიგებენ რა არის იგავ-არაკი.გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, მოსმენის,წერა-კითხვის, ჯგუფურად მუშაობის, კომუნიკაციის, ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები.
  5. მონაწილეთა ასაკი:10-11წელი, მე-5 კლასი
  6. ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან იგავ-არაკებს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს, შექმნიან ფოტო-გალერეას.ვებ-გვეერდი
  8. პროექტისთვის საჭირო რესურსები;დამხმარე ლიტერატურა, ინტერნეტი, ფოტოკამერა, ფორმატი, ფლომასტერები. ვებ-გვერდი.
  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):  იყოფიან 2 ჯგუფად, პირველი ჯგუფი მოიძიებენ ინფორმაციას   სულხან-საბას ბიოგრაფიიდან და მოღვაწეობიდან. მეორე ჯგუფი გაეცნობა მის შემოქმედებას.იგავ-არაკთა კრებულს "სიბრძნე სიცრუისას". შესრულებული კვლევის შემდეგ მოეწყობა ექსკურსია ტანძიაში, ორივე ჯგუფი მოახდენს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციას, მსჯელიობენ  იგავ-არაკის დანიშნულებაზე, ინდივიდუალურად ცერენ იგავ-არაკს, რომელსაც განათავსებენ კედლის გაზეთში. პროექტის ყველა ეტაპზე მოხდება ფოტო-გადაღება , რომელიც განთავსდება ვებ-გვერდზე.
         
        10.საგნებთან კავშირი, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
             1. ლიტერატურაში - მოსწავლეს განუვითარდება საკომუნიკაციო უნარები: წერა ,    კითხვა, მოსმენა.                                
            2. ხელოვნებაში-იგავ-არაკებიდან შეასრულებენ ნახატებს.
            3. ისტი- ინტერნეტის  საშუალებით მოიძიებენ  მასალებს.
            4.ისტორია.  
       11.პროექტის ხელმძღვანელი: ინგა ბექაური
         12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ingugegu@gmail.com
         13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

    პროექტის განხორციელების გეგმა: